მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 26%-ით გაიზარდა - TBC Capital

სასტუმროები

ოქტომბერში, თიბისი ბანკის არხებით გაწეული მომხმარებელთა უნაღდო დანახარჯები და ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ზრდას განაგრძობს.

TBC Capital-ის ინფორმაციით, დასვენების სექტორში, კერძოდ კი სასტუმროებში, მომხმარებლების დანახარჯები წლიურად 26%-ით გაიზარდა, რაც მეტწილად არარეზიდენტების გაზრდილი დანახარჯებით იყო განპირობებული. რეზიდენტების საშუალო დანახარჯი თიბისი ბანკის არხებით 198 ლარი იყო, არარეზიდენტების - 614 ლარი.

რაც შეეხება რესტორნებს, მიმდინარე წლის ოქტომბერში, რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 33%-ით გაიზარდა, ხოლო არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი დაახლოებით 5-ჯერ აღემატებოდა რეზიდენტების საშუალო დანახარჯს. თიბისი ბანკის არხებით, წლიურ ჭრილში 33%-ით გაიზარდა რესტორნებში უნაღდო დანახარჯები და საშუალო ტრანზაქციის მოცულობა 35 ლარი იყო.

2025 წლის ოქტომბერში, უნაღდო დანახარჯები სურსათზე წლიურად 25%-ით გაიზარდა, საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 16 ლარს შეადგენდა. 2025 წლის ოქტომბერში, თიბისი ბანკის არხებით ჯამური უნაღდო დანახარჯების 62% სამომხმარებლო საქონელზე, 38% კი სერვისებზე მოდის.

რაც შეეხება ტანსაცმელს და აქსესუარებზე დანახარჯებს, თიბისი ბანკის არხებით, წლიურ ჭრილში 11%-ით გაიზარდა. საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 105 ლარი იყო. ამავე პერიოდში, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე წლიურად 31%-ით გაიზარდა და საშუალო დანახარჯმა ერთ ტრანზაქციაზე 239 ლარი შეადგინა.

2025 წლის ოქტომბერში, საწვავზე უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 26%-ით გაიზარდა და საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 56 ლარი იყო. მანქანის შეკეთებასთან დაკავშირებული უნაღდო დანახარჯები წლიურად 18%-ით გაიზარდა, ამ კატეგორიაში საშუალო დანახარჯი 48 ლარს შეადგენდა.

2025 წლის ოქტომბერში, წლიურად 24%-ით გაიზარდა ფარმაციაზე უნაღდო დანახარჯები, ხოლო საშუალო დანახარჯმა ერთ ტრანზაქციაზე 26 ლარი შეადგინა. ამავე თვეში, პირად ჰიგიენაზე უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურ ჭრილში 24%-ით გაიზარდა. საშუალო ტრანზაქციის მოცულობა კი 76 ლარი იყო .

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები