„PMCG Research“-ის მიერ მომზადებული სასტუმროს ფასების ინდექსის 2025 წლის ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სასტუმროებით მომსახურება მნიშვნელოვნად გაიაფდა როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში.
2025 წლის ოქტომბერში საქართველოს სასტუმროს ფასების ინდექსი 9.6%-ით შემცირდა წინა თვესთან (სექტემბერთან) შედარებით.
ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა აჭარაში (-18.5%), გურიაში (-13.6%) და კახეთში (-11.8%).
3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 8.9%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ინდექსი - 10.6%-ით.
2025 წლის ოქტომბერში სასტუმროს ფასების ინდექსი 2.3%-ით შემცირდა წინა წლის (2024 წლის) შესაბამის თვესთან შედარებით.
ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში (-13.1%), სამეგრელო-ზემო სვანეთში (-11.4%) და კახეთში (-11.0%).
თბილისი ერთადერთი მსხვილი რეგიონია, სადაც ფასების ინდექსი წლიურად 2.5%-ით გაიზარდა.




























