მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში სებ-მა სავალუტო აუქციონებით $173 მილიონი გაყიდა, რაც მთლიანად 2023 წელზე მეტია

დოლარი ფული

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს განხორციელებული სავალუტო აუქციონით $60 მილიონი გაყიდა, ეს წინასაარჩევნოდ, ოქტომბრის რიგით მესამე სავალუტო ინტერვენციაა, რომელთა ჯამური მოცულობაც $173.4 მილიონი დოლარია. ინტერვენციების ეს მასშტაბი რეკორდულია.

შედარებისთვის, მთლიანად 2023 წლის განმავლობაში აუქციონების გზით გაყიდული თანხა $166.7 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც უფრო ნაკლებია, ვიდრე მხოლოდ ოქტომბერში სებ-ის მიერ აუქციონების გზით გაყიდული თანხა.

წინა ინტერვენციები 64.9 მილიონი დოლარის და $48.5 მილიონი დოლარის ოდენობით 8 და 16 ოქტომბერს განხორციელდა, შესაბამისად, წინასაარჩევნოდ ნეგატიური სავალუტო მოლოდინების მართვა სებ-ს უკვე $173 მილიონი დოლარი დაუჯდა.

2024 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა სულ 6 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა, რომელთა გზითაც ჯამში 342 მილიონი დოლარი გაყიდა.

სავალუტო აუქციონებთან ერთად სებ-ი სავალუტო ბაზარზე დოლარის შესყიდვისა და გაყიდვის ოპერაციებს Bmatch პლატფორმითაც ახორციელებს, თუმცა აღნიშნული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ თვიურ ჭრილში თვის დასრულებიდან 25 დღის შემდეგ ხდება ცნობილი, ანუ ახორციელებდა თუ არა სებ-ი ოქტომბრის განმავლობაში Bmatch პლატფორმის მეშვეობითაც ვალუტის გაყიდვას ცნობილი მხოლოდ 25 ნოემბერს გახდება.

2014-2024 წლებში ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციების მასშტაბი ასე ნაწილდება:

  • 2024 წელი (დღემდე) - $342 მილიონი დოლარი გაიყიდა;
  • 2023 წელი - $166.7 მილიონი დოლარი გაიყიდა;
  • 2022 წელი - გაყიდვები $94 მილიონი, შესყიდვები $80 მილიონი;
  • 2021 წელი - $332.9 მილიონი დოლარი გაიყიდა;
  • 2020 წელი - $872 მილიონი დოლარი გაიყიდა;
  • 2019 წელი - $93 მილიონის გაყიდვები, $165 მილიონის შესყიდვები;
  • 2018 წელი - რეზერვების გაყიდვები არ ყოფილა, სებმა $195 მილიონი შეისყიდა;
  • 2017 წელი - რეზერვების გაყიდვები არ ყოფილა, სებმა $130 მილიონი შეისყიდა;
  • 2016 წელი - $280 მილიონის გაყიდვები, $278 მილიონის შესყიდვები;
  • 2015 წელი - $287 მილიონის გაყიდვები;
  • 2014 წელი - $300 მილიონის გაყიდვები, $200 მილიონის შესყიდვები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები