მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში თბილისში 4 178 ბინა გაიყიდა - ფასი ყველაზე მეტად ფართო ცენტრში გაიზარდა

მშენებლობა

ოქტომბერში თბილისში 4,178 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. Colliers Georgia-ს მიერ განახლებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ოქტომბერში გაყიდული ბინების ღირებულება 25.2%-ით, 336 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

„თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 13.1%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 12.1%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 14.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტრანზაქციების რაოდენობა 4%-ით შემცირდა ძველ პროექტებში“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

რაც შეეხება საცხოვრებელი ბინების ღირებულებას მ²-ის საშუალო ფასი ყველაზე მეტად დედაქალაქის ფართო ცენტრში გაიზარდა. უბნების მიხედვით, ფასის ცვლილება ასე გამოიყურება:

  • ფართო ცენტრში1%;
  • ქალაქის ცენტრში - 11.8%;
  • გარეუბანში - 9.9%;

„ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასებმა 30.3%-ით მოიმატა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით, ხოლო ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 17.4% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 9.4%-ით გაიზარდა.

2025 წლის ოქტომბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 13.8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 9.8%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - 8.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები