მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორ საბაჟოზე ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა - შემოსავლების სამსახური

შემოსავლის სამსახური
14.12.23 15:03
531

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „ქუთაისის აეროპორტი“ და "სადახლო" - საავტომობილო ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით 468.15 გრამის არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 47 146,64 ლარია. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, 2 კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში 28 458,07 ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო ერთი კანონდამრღვევი, უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები