მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადახლოს საბაჟოზე ₾17 000-მდე ღირებულების არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა - შემოსავლების სამსახური

ოქროს ნაკეთობები
19.02.24 13:20
1928

სადახლოს საბაჟოზე ₾17 000-მდე ღირებულების არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ავრცელებს.

უწყების ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო - საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 172,1 გრამი) გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 16 699.51 ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები