მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორ თვეში ჩინურმა ექსპორტმა რეკორდული $540 მილიარდი შეადგინა

ჩინეთ

აშშ-ის მიერ გაზრდილი ტარიფებისა და დამატებითი ზრდის ანონსის ფონზე, ჩინეთიდან ექსპორტმა წლის ორ თვეში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

კერძოდ, Bloomberg-ის ინფორმაციით, წლის ორ თვეში ჩინეთიდან საზღვარგარეთ ექსპორტის ღირებულება 2.3%-ით, $540 მილიარდით გაიზარდა. ამასთან, ჩინეთის საბაჟოს გენერალური ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანალოგიურ პერიოდში იმპორტი მოულოდნელად, 8.4%-ით შემცირდა, საგარეო ვაჭრობის სალდომ კი $171 მილიარდი შეადგინა.

ორი თვის მონაცემები აჩვენებს, როგორ აისახა მსოფლიოს უმსხვილეს სავაჭრო ეკონომიკაზე დონალდ ტრამპის მიერ იმპორტის ტარიფების დაწესება. აშშ-მა ჩინურ საქონელზე თავდაპირველად 10%-იანი ტარიფი დააწესა, მოგვიანებით კი ის 20%-მდე გაზარდა.

როგორც Pinpoint Asset Management-ის უფროსი ეკონომისტი Bloobmerg-თან აღნიშნავს, გაზრდილი ტარიფების დამაზიანებელი ეფექტი ჩინეთიდან ექსპორტზე მომდევნო თვიდან აისახება.

ამასთან, იმპორტის შემცირება ადგილობრივი მოთხოვნის კლებაზე მიუთითებს - ჩინეთში საზღვარგარეთ შესყიდვებმა 2020 წლის შემდეგ ანტირეკორდი დაამყარეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები