მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორ თვეში ფასებმა 30-35%-ით უკვე მოიმატა -“კავკასუს როუდ პროჯექტის” დამფუძნებელი ომის შედეგებზე საუბრობს

6240a7d2d8c28
BM.GE
27.03.22 22:06
1197
გადაცემა “Forbes-ის კვირის” ეთერში ინფრასტრუქტურული სექტორის გამოწვევების შესახებ კომპანია “კავკასუს როუდ პროჯექტის” დამფუძნებელმა, პაატა ტრაპაიძემ ისაუბრა. მისი თქმით, თუკი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე სამშენებლო მასალების და აუცილებელი ნედლეულის ფასები იზრდებოდა იმ ტემპით, რომლის მართვა და გათვლა შეეძლოთ ინფრასტრუქტურულ კომპანიებს, ომის დაწყების შემდგომ ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ბოლო ორ თვეში 30-35%-იანი გაძვირება უკვე მოხდა.

“ომის დაწყებამდე, ბოლო ორი წლის განმავლობაში იმის მიუხედავად, რომ ინფლაცია აჩქარებული იყო და ფასებთან დაკავშირებით კარგი მოლოდინი არ გვქონდა. ჩვენ გვქონდა ხელფასების, ანუ მუშახელის გაძვირების პრობლემა, ბოლო ორი წლის განმავლობაში. თორემ არ გაძვირებულა იმდენად არც ცემენტი, 2020 წელს ნავთობპროდუქტების ფასმა პირიქით დაიკო კიდეც, თორემ 2021 წელს დაიწყო მომატება. მთლიანობაში ინფრასტრუქტურულ კომპანიებზე ინფლაციის მხრივ სერიოზული ეფექტი ინფრასტრუქტურულ კომპანიებზე არ ყოფილა. ზეწოლა იყო სახელფასო მიმართულებით, თუმცა ხელფასების წილი დიდ ინფრასტრუქტულ პროექტებში 15%-მდეა, და მისი 20%-ის გაძვირება 2-3%-ის გაძვირებას ნიშნავს მთლიანი ხარჯები.

იმდენად მცირე მარჟებზე მუშაობენ ინფრასტრუქტურული კომპანიები, რომ ესეც მოქმედებს. მცირე მარჟები თავისმხრივ ელექტრონულმა ტენდერებმა მოიტანა და ეს ნამდვილად დადებითია. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მცირე მარჟები, ესაა 5-7%და ეს მარჟა იტანს ასეთ პატარა ცვლილებებს.

24 თებერვლის შედეგი უმძიმესია. პირველ რიგში ნავთობის ფასი - დღეს ბრენტის ფასი არის 119 დოლარი, მოლოდინი არის ის რომ წლის ბოლომდე გაიზრდება 200 დოლარზე.

საწვავის პარალელურად აუცილებლად გაძვირდება, ცემენტი, არმატურა, ამას მიყვება დოლარის და ლარის კურსი და შეიცვლება ხელფასები. ანუ ამ ორ თვეში ფასებმა უკვე 30-35%-ით უკვე მოიმატა. ამას ვერცერთი ბიზნესი ვერ წარმოიდგენდა. თუ ფიუჩერსები გვეუბნებიან, რომ წლის ბოლოს ნავთობის ფასი იქნება 200 დოლარი, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მოიმატებს ფოლადის და ცემენტის ღირებულება, რის შემადგენლობაშიც საკმაო წილი აქვს ენერგომატარებლების ფასს,”- განაცხადა პაატა ტრაპაიძემ.

როგორც "კავკასუს როუდ პროჯექტის" დამფუძნებელი აღნიშნავს, არსებულ ვითარებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო კონტრაქტებში გაჩნდეს სპეციალური ინდექსაციის ფორმულა, რომელიც ნედლეულის ღირებულების გაძვირების შესაბამისად მოახდენს პროექტის ბიუჯეტის კორექტირებას. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები