მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტიქიამ გურჯაანში გაანადგურა როგორც საჯარო, ისე კერძო ინფრასტრუქტურა... მიმდინარეობს იდენტიფიცირება - დავით სონღულაშვილი

648f3a2959d90
ალა ისპირიანი
18.06.23 20:09
765
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, გურჯაანში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა საკმაოდ დიდ მასშტაბზე გადის. როგორც მან BMG-სთან განაცხადა დაზიანებულია როგორც საჯარო, ისე კერძო ინფრასტრუქტურა.

„თუ რამით შეიძლებოდა შემოსავლის წყარო ჰქონოდა გურჯაანში და მიმდებარე სოფლის მაცხოვრებლებს სტიქიამ თითქმის სრულად გაანადგურა, რაც ძალიან მძიმე სურათს მქნის. სტიქიამ გაანადგურა, კერძო და საჯარო ინფრასტრუქტურა, განადგურებულია სავარგულები.

საჯარო ინფრასტრუქტურის ნაწილში იდენტიფიცირება მიმდინარეობს და ფაქტობრივად განსაზღვრულია ყველა ის დაზიანებული ინფრასტრუქტურა რომელიც უხვმა ნალექმა და წყლის მოვარდნამ გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს მთავრობასთან, გუბერნიასთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან. მაქსიმალური გვერდში დგომა გვაქვს ცენტრალური ხელისუფლებისგან პრემიერის უშუალო ჩართულობით, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში იქნება შესაძლებლობა მინიმუმ იმ ინფრასტრუქტურის აღდგენა შევძლოთ, რაც დღეის მდგომარეობით არის განადგურებული.

რაც შეეხება კერძო ინფრასტრუქტურად და სავარგულებს ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს იდენტიფიცირება. არის გზის, წყლის და საკანალიზაციო სისტემის პრობლემები, რაც შემაფერხებელია ყოველდღიური ცხოვრებისთვის და მნიშვნელოვანია უმოკლეს დროში იყოს აღდგენილი“, - განაცხადა მან.

შეგახსნებეთ, რომ გურჯაანში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ნავთის ხევისა და ახტლის ხევის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია. სტიქიის შედეგად დაიტბორა გზები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები, კომერციული ფართები. სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც დააზიანა.

სტიქიის შედეგად ზარალი ჯერ-ჯერობით დათვლილი არ არის. როგორც BM.ge-სთვის გახდა ცნობილი შეიქმნება სტიქიის შემსწავლელი კომისია, რომელიც ზარალის დათვლას დაიწყებს. ამის შემდეგ გვეცოდინება საიდან მოხდება მიყენებული ზარალის ანაზღაურება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები