მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Oracle Advisory Group-მა აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა

alievi

ამერიკულმა ორგანიზაცია Oracle Advisory Group-მა აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ხმების 93,9%-ს აგროვებს. ინფორმაციას Trend-ი ავრცელებს.

აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დღეს გაიმართა. ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევთან ერთად, 6 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. ანალიტიკოსების განცხადებით, მოქმედ პრეზიდენტს რეალური კონკურენტი არ ჰყავს, ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

ილჰამ ალიევმა საკუთარი არჩევანი ყარაბაღში დააფიქსირა. წინასწარი შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები