უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ევროკავშირში ლიდერობს, როგორც ყველაზე ხანგრძლივად მყოფი ხელისუფლებაში, უნგრეთის მართვას 2034 წლამდე გეგმავს. ინფორმაციას Bloomberg ადგილობრივ სააგენტო Telex news-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
60 წლის ორბანი, რომელიც უკვე მეხუთე ვადით მართავს ქვეყანას, აქამდე 2030 წლამდე გეგმავდა ხელისუფლებაში ყოფნას, თუმცა დახურულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ხელისუფლებაში 2034 წლამდე იქნება. Telex news-თან ამის შესახებ იმ პირებმა ისაუბრეს, რომელიც ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ.
ორბანის ევროკავშირთან და აშშ-თან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ის პრემიერად დაბრუნდა და ძალაუფლების უპრეცედენტო კონსოლიდაცია მოახდინა. როგორც Bloomberg წერს, ნელ-ნელა მისი გავლენა საზოგადოების ყველა სფეროზე სასამართლოზე, ბიზნესზე, განათლებას და სხვაზეც გავრცელდა. კორუფციისა და კანონის უზენაესობის შემაშფოთებელი მდგომარეობის გამო კი ევროკავშირმა უნგრეთს 30 მილიარდზე მეტის მოცულობის დაფინანსება შეუჩერა.
ორბანი ღიად აკრიტიკებს რუსეთ-უკრაინის ომს და ამბობს, რომ უკრაინას ბრძოლის ველზე გამარჯვება არ უწერია.