უნგრეთის მთავრობამ უკრაინისთვის 500 მლნ ევროს მოცულობის სამხედრო დახმარება დაბლოკა.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა მომხდარს “სამწუხარო” უწოდა.
უნგრეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება უკავშირდება კიევის მიერ შექმნილ სიას, რომელიც ცნობილია როგორც “ომის საერთაშორისო სპონსორები”. ამ სიაში უნგრეთის ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკი OTP Bank-იც მოხვდა. უნგრეთი აცხადებს, რომ ბანკის ამ სიაში შეყვანა “მიუღებელია” და ითხოვს მისი სიიდან ამოღებას. ბანკს, რომელსაც რუსეთში 2.4 მლნ მეტი მომხმარებელი ჰყავს, უკრაინის ამ გადაწყვეტილებას “გაუმართლებელს” უწოდებს.
უნგრეთის მხრიდან სწორედ ეს იყო პირობა იმისთვის, რომ დახმარების პაკეტისთვის მხარი დაეჭირა. უნგრეთი ევროკავშირის ქვეყნებიდან ერთადერთია, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას თანმიმდევრულად არ გმობს და ქვეყანა კვლავაც რუსეთის ენერგომატარებლებზეა დამოკიდებული.
უკრაინას სამხედრო დახმარება European Peace Facility [EPF]-ის ფარგლებში უნდა გადასცემოდა, რასაც ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ ერთსულოვნად უნდა დაუჭიროს მხარი.