მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ორბანი თვლის, რომ რუსეთმა ომი უკვე მოიგო

უნგრეთი
BM. GE
13.08.25 15:27
390

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ 2022 წელს დაწყებული ომი რუსეთმა მოიგო. მისივე შეფასებით, ეს ეჭვშეუტანელი ფაქტია და ახლა მხოლოდ დროის საკითხია, როდის გაიაზრებს ამას დასავლეთი.

აღნიშნული განცხადებით ორბანი გამოეხმაურა პარასკევს, ალასკაში დაგეგმილ შეხვედრას, რომელსაც ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები ალასკაზე გამართავენ.

განცხადების პარალელურად, უნგრეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის საერთო განცხადებაზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. საუბარია დოკუმენტზე, რომელიც ხაზს უსვამს, რომ უკრაინის მომავალი მხოლოდ და მხოლოდ უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია. მედიასთან საუბრისას ორბანმა ევროპის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა და მას არაეფექტური უწოდა. მისი შეფასებით, ალასკაში ევროპელი ლიდერების არმიწვევა ადასტურებს, რომ გაერთიანება საერთაშორისო სცენაზე სერიოზულ აქტორად აღარ განიხილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები