მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ორბანი: "უნგრეთსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. ჩვენი თანამშრომლობა ღრმავდება"

ორბანი კობახიძე

უნგრეთსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს და ირაკლი კობახიძესთან ანტალიაში გამართულ შეხვედრას აფასებს.

მისი თქმით, უნგრეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ღრმავდება.

„მოხარული ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან დისკუსიით, რომელიც დღეს ანტალიაში შედგა. უნგრეთსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს საერთო კულტურულ და ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე. ჩვენი თანამშრომლობა ენერგეტიკული დივერსიფიკაციისა და რეგიონული სტაბილურობის მიმართულებით კვლავ ღრმავდება. ჩვენ ვაფასებთ საქართველოსთან ჩვენს მეგობრობას და თანამშრომლობის გაძლიერების ერთგულები ვრჩებით“, - წერს ვიქტორ ორბანი.

ორბანის პარალელურად, პოსტი გამოაქვეყნა უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერმა, ზოლტან კოვაჩმაც. მისი თქმით, საქართველოსა და უნგრეთის პრემიერების მოლაპარაკებების მიზანს უნგრეთში ივნისში დაგეგმილი უნგრეთ-საქართველოს მთავრობის მომავალი სამიტისთვის მომზადებაც წარმოადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები