მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ორგანიზაცია "სისხლის უანგარო დონორები" მუშაობას აჩერებს

სისხლის უანგარო დონორები

ორგანიზაციამ "სისხლის უანგარო დონორები" მუშაობა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. ორგანიზაცია ამის შესახებ ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს და გადაწყვეტილების მიზეზებზეც საუბრობს.

"იყო და არა იყო რა, იყო ორგანიზაცია “სისხლის უანგარო დონორები” რომელიც 2021 წლიდან, წლების განმავლობაში სრულად უსასყიდლოდ და უფრო სწორია, რომ ვთქვათ უანგაროდ, აერთიანებდა:

  • 6000-ზე მეტ პოტენციურ დონორს
  • აწ უკვე უანგაროდ სისხლი გაღებულ 4000-ზე მეტ ადამიანს
  • რაც მთავარია, 3500-ზე მეტ გადარჩენილ სიცოცხლეს

ამ ყველაფრის უკან, წლების განმავლობაში სხვადასხვა ადამიანები იდგნენ, აგერ ბოლო სამი წელია კი, ჩვენი მხრიდან გეხმიანებოდნენ: სოფო, მარიამი, ანი, ელისაბედი, თინა და მელანო. დიდი სიყვარულით და სიმტკიცით, ერთგულად - სიცოცხლის სადარაჯოზე.

როგორც მოგეხსენებათ, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, თუმცა ეს ამბავი ეგრე არ იქნება. გვჯერა, ეს პატარა გაჩერებაა.

  • როდემდე? ზუსტად არ ვიცით. იმედია ცოტა ხნით.
  • რატომ? ამ კითხვის პასუხი ძალიან გრძელია. მოკლედ კი, ეს საქმე მოითხოვს სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობას და სხვანაირად ჩვენ, არა ძალგვიძს რა.

ჩვენი არჩევანი, ისევე როგორც ქართველი ხალხის, ევროპაა", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები