კოალიცია ცვლილებისთვის ფართოვდება - ახალ ოპოზიციურ გაერთიანებას რესპუბლიკური პარტია და ორგანიზაცია აქტივისტები მომავლისთვის შეუერთდნენ.
ამის შესახებ კოალიციის ლიდერებმა განცხადება ზუგდიდში გააკეთეს. მათი თქმით, პოლიტიკურ გაერთიანებაში ის ძალები ერთიანდებიან, რომლებიც საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლას უზრუნველყოფენ.
მე მოვიგე ჩემი პირადი ბრძოლა, დავამარცხე ავადმყოფობა და ბევრი ტანჯვა გამოვიარე. ახლა დროა, განვკურნოთ ქვეყანა,“ – აღნიშნა ზუგდიდში მოწყობილ ბრიფინგზე ხათუნა სამნიძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ.
აღსანიშნავია, რომ შეცვლილი კანონის მიხედვით, ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, როცა ბლოკებს მონაწილეობის უფლება არ აქვთ და გაერთიანების შემთხვევაში, პოლიტიკოსები ერთ-ერთ პარტიაში უნდა გაწევრიანდნენ.