ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ორგანიზაციის დამკვირვებელს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"საიას თანამშრომელს/დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს მარნეულის #4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
უბანზე არსებული დარღვევების დაფიქსირებისას გიორგი გოცირიძეზე ფიზიკურ ძალადობას წინ უსწრებდა მუქარა.
მოვუწოდებთ პროკურატურას, დაუყოვნებლივ მოახდინოს მომხდარ ფაქტზე რეაგირება", - ნათქვამია საიას ინფორმაციაში.