“ბიზნესისთვის საინვესტიციო გარემო ძალიან მნიშვნელოვანია. ფული არაფერი არ არის, თუ ის მოძრაობაში არაა და ის მოძრაობს მაშინ, როცა მოთხოვნაა“ - ეს „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტის და სლოვაკეთში საქართველოს საპატიო კონსულის ნოდარ გიორგაძის სიტყვებია. მისი შეფასებით, საქართველო ფულის სამოძრაოდ კარგი ადგილია, მითუმეტეს ისეთი ემოციური ინვესტორისთვის, როგორიც თავად არის. სწორედ ამიტომ ქართულ-სლოვაკური კომპანია „ჯინო ჰოლდინგი“ საქართველოში €300 მილიონის საინვესტიციო ღირებულების პროექტებს ახორციელებს.