მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორი ბანკი უზარმაზარ მოგებას წერს - ნიკა გილაური დაფინანსების ალტერნატიული წყაროების განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს

ნიკა გილაური

საქართველოს ექსპრემიერი და საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი ნიკა გილაურმა გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანას აუცილებლად ესაჭიროება დაფინანსების ალტერნატიული წყაროების განვითარება, რადგანაც დღეს კერძო სექტორი თითქმის სრულად არის დამოკიდებული საბანკო კრედიტზე, ხოლო თავად კომერციული ბანკების სექტორში ორი დომინანტი მოთამაშეა, რომლებიც ყოველწლიურად "უზარმაზარ" მოგებას წერენ.

ნიკა გილაურის თქმით, თუკი წარსულში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის საბანკო სექტორს განსაკუთრებული წვლილი ჰქონდა, დღეს მნიშვნელოვანია სხვა შესაძლებლობები გახდეს უფრო აქტუალური, მათ შორის ხელი შეეწყოს ქართული კომპანიების უცხოურ საფონდო ბირჟაზე გასვლას და ამ გზით დამატებითი კაპიტალის შემოტანას, ასევე ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმებისა და ფინტექების ხელშეწყობა.

"დღეს ის რომ არ არის განვითარებული საქართველოში საფონდო ბირჟა და ბანკების გარდა არ არის განვითარებული საფინანსო სექტორი და თავად ბანკებშიც მხოლოდ ორი ბანკი გვყავს, რომლებიც უზარმაზარ მოგებას წერენ და ამას სინამდვილეში იღებენ ეკონომიკიდან ამის აუცილებლად ალტერნატივაა მოსაყვანი. შეიძლება 20 წლის წინ კარგი იყო, რომ კარგად განვითარდა საბანკო სექტორი, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და უნდა იცვლებოდეს და ვითარდებოდეს. დღეს უფრო საჭიროა დაფინანსების ალტერნატიული წყაროები ფულის და ფინანსების მოტანის ქვეყანაში, ალტერნატიული საკრედიტო ინსტიტუტები. ახალი ტექნოლოგიებია, ფინტექი, რომლის არანაირი რეგულაცია დღეს საქართველოში არ არსებობს, კრიპტოვალუტის გაცვლითი ბირჟებია დღეს უკვე რეგიონში და მაგალითად უზბეკეთმა განავითარა ეს ძალიან მაღალ დონეზე და ჩემთვის გასაკვირად ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ქვეყანაა ამ მიმართულებით,"- განაცხადა ნიკა გილაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები