მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორი საშინაო და საგარეო ფაქტორი, რაც საქართველოში ინვესტიციებს აფერხებს - მოსაზრება

სს

იურიდიული და საკონსულტაციო კომპანია “ედაკოს“ დირექტორმა დავით ებრალიძემ, BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას ორი საშინაო და საგარეო ფაქტორი დაასახელა, რაც მისი აზრით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას აფერხებს.

მისი თქმით, ქვეყანაში სასამართლო სისტემა ყველაზე სუსტი წერტილია და ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ინვესტიციების შემოდინებას ხელს უშლის, სწორედ ეს არის. რაც შეეხება გარე ფაქტორს, დავით ებრალიძის მოსაზრებით, ეს რუსეთ-უკრაინის ომია.

„ინვესტიციებს აფერხებს კონფლიქტი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება. შემდეგი არის სასამართლო ხელისუფლება, რომლის "დალაგება" ადვილი არ არის, რადგან ის ძალაუფლების საკითხს უკავშირდება. სასამართლო პოლიტიკური და ძალაუფლების თემაა და შესაბამისად, აუცილებლად მოქმედებს ინვესტიციებზეც. თუ სასამართლოში პრეცედენტული სამართალი არ შეიტანეს, მოსამართლის დამოუკიდებლობა სასამართლო პრობლემას ვერ გადაწყვეტს“, - განაცხადა დავით ებრალიძემ.

ითვლება, რომ პრეცედენტებზე დაფუძნებული სამართალი – ეგრეთ წოდებული ინგლისური სამართალი, ბიზნესისთვის უფრო სტაბილურ საინვესტიციო გარემოს ქმნის, სადაც გარანტირებულია სასამართლოს როგორც მიუკერძოებლობა, აგრეთვე თანაბარუფლებიანობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები