ორიონ ჯგუფი ქართულ ბაზარზე ახლად დამკვიდრებული სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომლის მიზანს უძრავი ქონების ბაზარზე ინოვაციური, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და კომერციული ფართების შექმნა წარმოადგენს. კომპანია პოტენციურ კლიენტებს მაღალი ხარისხის ენერგო-ეფექტურ კომპლექსებს სთავაზობს, რომლებიც წამყვან ევროპელ მომწოდებლებთან თანამშრომლობით იქმნება. კომპანიის პირველი პროექტი „ორიონ ლენდმარკია“, რომელიც თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს.