TAV GEORGIA-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე Georgia Today-სთან ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტების სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
კერძოდ, ზაქარაძის თქმით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების დაწყებაზე სხვადასხვა ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.
“ორივე აეროპორტი ინფრასტრუქტურულად მზად არის ცხელი და დატვირთული ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის. აქტიური მოლაპარაკებები წარმატებით დავასრუკეთ ავიაკომპანია Condor-თან, რომელიც პირველი მაისიდან დაიწყებს ოპერირებას ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებით დაიწყებს; გერმანიიდან ახალ მიმართულებას ამატებს Eurowings-იც, რომელიც ფრენებს ივლისიდან შტუტგარტი-თბილისის მიმართულებით შეასრულებს. ასევე სიახლე გვექნება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც, გარდა სამი ახალი ავიაკომპანიისა - Fly One, Saudia, Uzbekistan Airways, ასევე კიდევ ერთი მსხვილ ავიაკომპანია იწყებს პირველად ოპერირებას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2 მაისიდან Air Baltic რიგა-ბათუმის მიმართულებით შეასრულებს ფრენებს ”, - აცხადებს ზაქარაძე.
რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ქვეყნის ყველაზე დიდ აეროპორტში TAV Georgia Duty Free ზონების გაფართოებას გეგმავს.
“2022 წელს ახალ ტექნოლოგიებს ვნერგავთ როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. კერძოდ, ელექტრონული რეგისტრაციის სისტემები (BRS, CUPS), რომლებიც მგზავრის რეგისტრაციისა და მათი ბარგის სორტირების პროცესს უფრო სწრაფს, მარტივსა და კომფორტულს ხდის. ორივე აეროპორტში ვამატებთ როგროც სარესტორნო ასევე კაფის სტილის კვების ობიექტებს. ჩვენი ჩართულობით საქართველოს ბაზარზე შემოდის ცნობილი ბრიტანული ყავის სახლის ბრენდი Costa Coffee, რომლის პირველი ობიექტიც სწორედ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიხსნება”, - ამბობს თეა ზაქარაძე.
ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ აქ




























