მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორჯერადად აცრილ უცხოელებსაც მოუწევთ PCR-ტესტის წარდგენა? - მთავრობა კვლავაც მსჯელობს

60dc40efcf93b
ინგა მურუსიძე
30.06.21 14:14
679
საქართველოს მთავრობა მსჯელობს და მუშაობს იმაზე, რომ ყველა შემომსვლელისთვის 72-საათიანი ნეგატიური PCR-ტესტის წარდგენა სავალდებულო გახდეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა, სავარაუდოდ, სავალდებულო იქნება, მათ შორის, ორჯერადად აცრილებისთვისაც.

"ტურისტებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის ვირუსის შემთხვევები დასტურდება და სწორედ ამას ემსახურება ის მოთხოვნები, რომლებიც გვაქვს და საუბარია 72 საათის შემდეგ PCR-ტესტის ჩატარებაზე. გარკვეული შემსუბუქება გვქონდა იმ შემომსვლელებზე, ვინც აცრილი იყო, მაგრამ ამ დღეებში მიდის აქტიური მსჯელობა იმ მოდელზე, რაც  ნებისმიერი მოგზაურისთვის 72-საათიანი სავალდებულო ტესტირების მოთხოვნას ითვალისწინებს.

ასევე ვფიქრობთ, რომ უნდა გააქტიურდეს სასაზღვრო წერტილებში ტესტირების მოდელი, რაც ასევე გვქონდა გასულ წელს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ PCR-ტესტირების პასუხების სანდოობა ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. 

„ვერიფიკაციის მექანიზმი ქვეყნებს შორის არ არის; ზოგიერთი ქვეყნიდან შემოტანილი დოკუმენტი სანდოა, ზოგიერთიდან - არა. ამ ტიპის რისკების თავიდან აცილების მიზნით, ბევრად საიმედოა, როცა ჩვენს ქვეყანაში ხდება მისი გადამოწმება“, - განმარტა მინისტრის მაოდგილემ.

შეგახსენებთ: ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შესაძლოა, სრულად აცრილ ტურისტებს ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, PCR ტესტირების გავლა მოუწიოთ. ამის შესახებ განცხადება მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები