გასულ სეზონში 12-წლიანი პაუზის შემდეგ ავსტრიის ბუნდესლიგის ჩემპიონი გრაცის “შტურმი” გახდა, რომელმაც “რედ ბულ ზალცბურგის” 10-წლიანი დომინაცია დაასრულა. აღნიშნულ წარმატებაში კი გადამწყვეტი როლი ქართველმა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა შეასრულა, რომელმაც ყველა ტურნირზე ჯამში 11 გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა დააგროვა.
შედეგად კიტეიშვილი გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, სადაც მისი კონკურენტები თანაგუნდელები იონ გორენც სტანკოვიჩი და ალექსანდრ პრასი იყვნენ.
ჯილდო 39 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის ბრუნო პეცაის სახელს ატარებს, რომელსაც ორგანიზებას ავსტრიის ფეხბურთელთა ასოციაცია უკეთებს, ხოლო ჯილდო 1997 წლიდან გაიცემა.
გამოკითხვაში მონაწილეობას კლუბების პრეზიდენტები, მწვრთნელები და ფეხბურთელები იღებდნენ. ცნობისთვის, კიტეიშვილმა “შტურმთან” კონტრაქტი გასულ ზაფხულს კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა.




























