მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოთხფეხა მეგობრებს, რომელთა პატრონებმაც სამსახური დაკარგეს, გავუწევთ უფასო კონსულტაციას" - ვეტერინარიის სტუდენტები

ძაღლი კატა

"ოთხფეხა მეგობრებს, რომელთა პატრონებმაც შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო, სამსახური დაკარგეს და შეექმნათ ფინანსური პრობლემები, მზად ვართ, გავუწიოთ უფასო კონსულტაცია", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვეტერინარიის სტუდენტები ავრცელებენ.

მათივე ცნობით, არ აპირებენ დაშინებების ქვეშ ცხოვრებას და როგორც საკუთარი მეგობრებისა და ოჯახის წევრების, ასევე ოთხფეხა მეგობრების კეთილდღეობისა და მომავლის დასაცავად ბრძოლას აგრძელებენ.

"მომავალი ვეტერინარები, ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტების უმრავლესობა ვგმობთ ქვეყანაში ე.წ მთავრობის მიერ განხორციელებულ ტერორს, დაშინებას, მშვიდობიანი პროტესტანტების წამებას, ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ანგარიშსწორებას. ჩვენ, როგორც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დეფიციტური და მოთხოვნადი სფეროს მომავალი წარმომადგენლები, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თუ ქვეყანა არ დაუბრუნდება ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, ვეტერინარიის სფერო საქართველოში განვითარებას შეწყვეტს, რადგან ეს უპირობოდ დამოკიდებულია დასავლეთის ქვეყნებიდან მიღებულ რესურსებზე.

არ ვაპირებთ რეჟიმისა და დაშინებების ქვეშ ცხოვრებას! ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე, როგორც საკუთარი მეგობრებისა და ოჯახის წევრების, ისე ჩვენი ოთხფეხა მეგობრების კეთილდღეობისა და მომავლის დასაცავად. ე.წ. მთავრობის მიერ საგარეო კურსის ცვლილება და მათი ანტიდასავლური რიტორიკა ეწინააღმდეგება როგორც ხელისუფლების საკონსტიტუციო ვალდებულებას, აგრეთვე ქართველი ხალხის გაცხადებულ ნებას.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია! თქვენს ოთხფეხა მეგობრებს, რომელთა პატრონებმაც შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო სამსახური დაკარგეს და შეექმნათ ფინანსური პრობლემები, მზად ვართ გავუწიოთ უფასო კონსულტაცია და დახმარება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში", - წერენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, ევროპის უნივერსიტეტის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვეტერინარიის სტუდენტები ერთობლივ განცხადებაში და საკონტაქტო Facebook ჯგუფს აქვეყნებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები