საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სააფთიაქო ქსელები შეთანხმებული მოქმედებისთვის 53 მილიონ ლარამდე დააჯარიმა. სააგენტოს უფროსის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საქმე ონკოლოგიური მედიკამენტების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამას უკავშირდება, სადაც თითოეულ დაჯარიმებულ კომპანიას იდენტური ფასები ჰქონდა დაფიქსირებული. სააგენტო ბაზრის მოკვლევას 5 ეკონომიკური აგენტის - „გეფას“, „ავერსიფარმას“, „პსპ ფარმას“,„მერმისის“ და "ეს კა იმპექსის" მიმართ აწარმოებდა. რა მოცულობის ჯარიმები დაეკისრა თითოეულ კომპანიას და რა წერია კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში?