მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნება" ევროკავშირის ანგარიშს ასე პასუხობს: "არ გვაინტერესებს" - ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერებისთვის ახალი ბრალის წარდგენაზე

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის 8 ლიდერისთვის ახალი ბრალის წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი შეფასებით, "საქმე რუსული სახელმძღვანელოდან არის".

"რუსული სახელმძღვანელო საქმეში: გენერალურმა პროკურატურამ თითქმის ყველა ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ ახალი ბრალდებები წამოაყენა - საბოტაჟი, მთავრობის დამხობის მცდელობა, უცხო ქვეყნის ინტერესების მომსახურება... სასჯელი 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„ქართული ოცნება“ ევროკავშირის ანგარიშს ასე პასუხობს: "ჩვენ არ გვაინტერესებს", - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ოპოზიციის რვა ლიდერის წინააღმდეგ, მათ შორის არიან ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ასევე გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ [გირჩი] ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ბრალდებები მოიცავს შემდეგ მუხლებს: საბოტაჟი, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. წარდგენილი მუხლები 2-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები