მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნება" გეგმავს სსიპ-ების ხელმძღვანელების დანიშვნა/გათავისუფლების პროცესის გამარტივებას

ქ.ოცნება

"ოცნება" გეგმავს სსიპ-ების ხელმძღვანელების დანიშვნა/გათავისუფლების პროცესის გამარტივებას. ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მინისტრი ან შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი.

"გამარტივდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნები. გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნა და გათავისუფლება განისაზღვრება მინისტრის ან სხვა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის დისკრეციულ უფლებამოსილებად", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ ცვლილებაზე მომდევნო ორი თვის განმავლობაში იმუშავებენ.

ცნობისთვის, საჯარო სამსახურის იურიდიული პირის შესახებ კანონის ამჟამინდელი ვერსიის თანახმად, სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, ხოლო წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს − წევრთა საერთო კრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები