მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნება" პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებისათვის დღეს შეიკრიბება

ოცნება

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს - ამის შესახებ, პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.

მმართველი გუნდის სხდომა 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო 10:30 საათზე პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება. 11:00 საათზე გაკეთდება განცხადება გორგასლის ოფისში.

საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება. დადგენილების პროექტს პარლამენტმა გუშინ, 26 ნოემბერს, პლენარულ სხდომაზე უყარა კენჭი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები