მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, "ოცნების" ოფისში სხდომა გაიმართება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

ირაკლი კობახიძე

დღეს, 17 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაა დაგეგმილი.

ცნობილია, რომ შეხვედრას, რომელიც 14:00 საათზე, „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში დაიწყება, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

როგორც 16 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, მხოლოდ მიმდინარე საკითხების განხილვა იგეგმება და რაიმე „განსაკუთრებული საკითხი ან სიურპრიზი“ მოსალოდნელი არ არის.

„განიხილება მიმდინარე საკითხები. ეს იქნება როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა. არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიკური საკითხი და რაიმე სიურპრიზი. ამ შეხვედრების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები