მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განიხილება მიმდინარე საკითხები, არ იქნება რაიმე სიურპრიზი - ირაკლი კობახიძე უმრავლესობის სხდომაზე

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის დაგეგმილ სხდომებზე მხოლოდ მიმდინარე საკითხების განხილვა იგეგმება და რაიმე „განსაკუთრებული საკითხი ან სიურპრიზი“ მოსალოდნელი არ არის.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრები როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს, ისე საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში გაიმართება.

„განიხილება მიმდინარე საკითხები. ეს იქნება როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა. არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიური საკითხი და რაიმე სიურპრიზი. ამ შეხვედრების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 17 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ცნობილია, რომ შეხვედრას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები