„თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა", - ამის შესახებ ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
"სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ ქოლ-ცენტრების საქმიანობა უნდა შეაჩეროს, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ კამპანიას აფინანსებენ“, - წერს ჰელსინკის კომისია X-ზე.
შეგახსენებთ, ჰელსინკის კომისიამ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას 23 მაისს MEGOBARI Act-ი წარუდგინა. ორპარტიული კანონპროექტი - “საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი” მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიის, ადამიანთა უფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების გაუმჯობესებას. კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატას ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და კონგრესმენმა ჯო უილსონმა და კონგრესმენებმა სტივ კოენმა, რიჩარდ ჰადსონმა და მარკ ვეისმა წარუდგინეს.