მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნება" საკანონმდებლო ცვლილებებს პროტესტის ხმის ჩასახშობად იღებს - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ "ოცნების" მიზანი პროტესტის ხმის ჩახშობაა.

"ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტი ახალ კანონებსა და ცვლილებებს აინიციირებს, რომლებიც განსხვავებული აზრისა და პროტესტის ხმის ჩასახშობადაა შექმნილი", - წერს ის X-ზე.

"ქართული ოცნების" უმრავლესობის სხდომის შემდეგ, მამუკა მდინარაძემ ადმინისტრაციული ჯარიმების გამკაცრება და პატიმრობის ვადების გაზრდა დააანონსა. მისივე განცხადებით, სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის და საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა.

იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტი მოიწონა - რას ცვლის "ოცნება" ადმინისტრაციულ კოდექსში“?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები