მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ოცნებამ" 13-ჯერ მეტი ფინანსური შემოწირულობა მიიღო, ვიდრე ყველა პარტიამ ერთად - TI

TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულებების 93% “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, შემოწირული თანხის ოდენობამ კი 9,5 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 5-ჯერ აღემატება გასული წლის სამ კვარტალში მიღებული შემოწირულებების ჯამს.

რაც შეეხება შემოწირულებების სტატისტიკას, TI-ის თანახმად, 2023 წლის IV კვარტალში ყველა პარტიამ ჯამში 10 163 787 ლარის შემოწირულება მიიღო, საიდანაც ოპოზიციურ პარტიებზე 700 000 ლარი ნაწილდება. მმართველ პარტიაზე 28-ჯერ ნაკლები ოდენობის შემოწირულება მიიღო მეორე ადგილზე გასულმა “ლელომ”, მესამე ადგილს კი “ნაციონალური მოძრაობა” იკავებს.

2023 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პარტიების მიერ მიღებული შემოწირულებები:

  1. “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - 9 464 000₾
  2. “ლელო საქართველოსთვის” - 330 305₾
  3. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 241 091₾
  4. “თაობები საქართველოსთვის” - 101 789₾
  5. “საქართველოსთვის” - 7 665₾
  6. “ევროპელი სოციალისტები” - 5 450₾
  7. “ხალხისთვის” - 5 300₾
  8. “კონსერვატიული მოძრაობა” - 2 875₾
  9. “ელენე ხოშტარია - დროა” - 2 504₾
  10. “საქართველოს ლეიბორისტული პარტია” - 2 371₾
  11. “ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” - 438₾

შესაბამისად, “ქართული ოცნების” მიერ მიღებული შემოწირულება 13-ჯერ აღემატება ყველა სხვა პარტიის მიერ მიღებული თანხის ჯამს. ამასთანავე, TI-ის ანგარიშის თანახმად, “ქართულ ოცნებას” 284-მა პირმა შესწირა თანხა, ყველა სხვა პარტიას ჯამურად კი - 130-მა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები