მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნებამ" გამოიყენა სახელმწიფო რესურსები, საკუთარი კამპანიის გაძლიერების და ამომრჩეველთა აქტივობის შესამცირებლად - IRI

მარგარეტა სიდერფილდი

"ქართულმა ოცნებამ" გამოიყენა სახელმწიფო რესურსები იმისათვის, რომ გაეძლიერებინა თავისი კამპანია და შეემცირებინა ამომრჩეველთა აქტივობა", - ამის შესახებ შვედეთის პარლამენტის წევრმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის IRI-ის წარმომადგენელმა მარგარეტა სედერფელდმა განაცხადა.

მისი თქმით, იყო დაშინებისა და ზეწოლის შემთხვევები. ის საუბრობს ცესკოს კომისიების დაკომპლექტებაზე, რომელმაც არათანაბარი პირობები შექმნა და მის დამოუკიდებლობაზე კითხვები გააჩინა.

ასევე, ზეწოლის ფაქტებზე ადგილობრივი თვითმმართველობის წევრთა ჩართულობით.

"უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი. ასევე, შეკრებისა და გამოხატვის შეზღუდვა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უწყვეტი შევიწროებისა და დაშინების რისკის ქვეშ დგანან ხელისუფლების და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან. ამის შედეგი კი არის პრობლემები პოლიტიკურ ელიტასთან დაკავშირებით და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამან გამოიწვია მნიშვნელოვანი პროტესტი ქვეყნის შიგნით.

ასევე, კენჭისყრის პროცესში და წინასაარჩევნო პერიოდში "ქართულმა ოცნებამ" გამოიყენა სახელმწიფო რესურსები იმისათვის, რომ გაეძლიერებინა თავისი კამპანია და შეემცირებინა ამომრჩეველთა აქტივობა. ამისთვის, იყენებდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. ნათელი იყო მუდმივი დაშინება და ზეწოლა საჯარო მოხელეებზე. გარდა ამისა, "ოცნება" აკონტროლებდა ადგილობრივ თვითმმართველობებს და იყო დაშინება, რომ თუ მმართველ პარტიას არ მისცემდნენ ხმას, შეწყვეტდნენ სოციალურ დახმარებას. ჩვენთან საუბრებში აღნიშნავდნენ, რომ ამას ჰქონდა სისტემატური ხასიათი.

ზეწოლის მიზანი იყო არა მხოლოდ მხარდაჭერის მოპოვება, არამედ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დაშინება.

უნდა აღინიშნოს ცესკოს კომისიის შემადგენლობის საკითხი და უნდა აღინიშნოს ოპოზიციის მიერ თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნის გაუქმება, ეს ცვლილებები ნამდვილად აძლიერებს ეჭვებს პოლიტიკური მიკერძოებისა და დისბალანსის კუთხით საარჩევნო კომისიებში. ამ მიზეზების გამო კომისიების მიმართ ნდობა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის კუთხით ძალიან, ძალიან დაბალია", - თქვა მან. [სინქრონული თარგმანი].

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები