კითხვაზე “როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი”, გამოკითხულთა 44% პასუხობს, რომ ის მხოლოდ ევროკავშირი და დასავლეთი უნდა იყოს - ამის შესახებ “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებშია ნათქვამი.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 33% მიიჩნევს, რომ საგარეო კურსი პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა ურთიერთობა რუსეთთანაც უნდა შევინარჩუნოთ. მხოლოდ 8% მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კურსი პრორუსული უნდა იყოს, თუმცა ევროკავშირთან და დასავლეთთანაც უნდა ვითანამშრომლოთ და მხოლოდ 3%-ია მხოლოდ პრორუსული კურსის მომხრე.
დემოგრაფიული განაწილებით, 18-დან 35 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში გამოკითხულთა 53%-ია მხოლოდ პროდასავლური კურსის მომხრე, 36-დან 55 წლამდე ჯგუფში - 40% ხოლო 56+ ასაკობრივ ჯგუფში - 38%.
გამოკითხულთა უმრავლესობა EU-ში გაწევრიანების მომხრეა - IRI-ს კვლევის შედეგები