მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოკითხულთა უმრავლესობა EU-ში გაწევრიანების მომხრეა - IRI-ს კვლევის შედეგები

საქართველო

საქართველოს მოსახლეობის ძირითადი უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. ამის შესახებ IRI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებშია ნათქვამი.

კითხვაზე - ემხრობი თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, გამოკითხულთა 71%-მა უპასუხა, რომ სრულად მხარს უჭერს. გარკვეულწილად მხარს 13% უჭერს. ევროკავშირში გაწევრიანებას ჯამში 83%-ს ემხრობა. აღსანიშნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა წილი მთლიან გამოკითხულებში გასულ წელს ჩატარებულ კვლევასთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო მარტის გამოკითხვასთან შედარებით ნაკლები (89%).

3% გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ამ აზრს, 6% კი მკაცრად ეწინააღმდეგება. 5%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კვლევის ავტორებმა ამ კითხვაზე რესპონდენტების პოზიციებს ასაკობრივი, გენდერული და დასახლების ტიპის მიხედვით.

ასაკობრივ ჯგუფებში ევროკავშირის გაწევრიანების სურვილი 18-დან 35 წლამდე გამოკითხულებში უფრო მეტია. სრულად მხარს 80%, გარკვეულწილად კი 13% უჭერს. წინააღმდეგია 1%-ია, სრულად კი 3% ეწინააღმდეგება; 36-55 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად 73%, 11% კი გარკვეულწილად ემხრობა; 4% ეწინააღმდეგება, 8% სრულად ეწინააღმდეგება; 56 წელს ზემოთ ჯგუფში კი 68% სრულად ემხრობა, 17% ნაწილობრივ, 2% ეწინააღმდეგება, 7% კი სრულად ეწინააღმდეგება.

გამოკითხვაში ჩართულ პირებს ისიც ჰკითხეს დაეთანხმებიან თუ არა ევროკავშირში გაწევრიანებას იმ შემთხვევაში თუ ეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტას ითვალისწინებს?

გამოკითხულთა ხმები ასე გადანაწილდა:

  • დიახ, ჩემი გადაწყვეტილება არ შეიცვლება - 55%;
  • კვლავ დავუჭერ მხარს, თუმცა გარკვეულწილად ნაკლებად - 19%;
  • ამის გათვალისწინებით, გარკვეულწილად წინააღმდეგი ვარ - 9%;
  • ამის გათვალისწინებით, მკაცრად ვეწინააღმდეგები - 8%;
  • არ ვიცი - 9%;

ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე გამოკითხულებმა კიდევ ერთ კითხვას უპასუხეს - თუ ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერთ, რა იქნება გაერთიანებაში შესვლის მთავარი ბენეფიტი?

  • ძლიერი ეკონომიკა - 45%;
  • უსაფრთხოება - 14%;
  • ქვეყნის განვითარება - 14%;
  • უკეთესი მომავალი - 8%;
  • განათლება - 3%;
  • სტაბილურობა/მშვიდობა - 2%;
  • ვიზა ლიბერალიზაცია - 2%;
  • სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება - 2%;
  • სამუშაო ადგილების შექმნა - 1%;
  • გაიზრდება ხელფასები და პენსიები - 1%;
  • თავდაცვა - 1%;
  • დემოკრატიის განვითარება - 1%;

რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე - ამ კითხვის საპასუხოდ, გამოკითხულთა უმრავლესობამ უპასუხა, რომ ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობაა.

  • პოლიტიკური არასტაბილურობა საქართველოში - 27%;
  • შიდა ოპოზიცია საქართველოში - 17%;
  • საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა - 13%;
  • EU-ს ქვეყნების წინააღმდეგობა - 11%;
  • რუსეთი - 6%;
  • დაკარგული ტერიტორიები - 2%;
  • ხელისუფლება - 2%;
  • სხვა - 1%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები