გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში, სტივენ დაუთი, პოლიტიკური ლიდერების დაკავებას ეხმიანება და მათ მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს.
„საქართველოში გავლენიანი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის პარლამენტის ბოიკოტირებისთვის პატიმრობის მისჯა არჩევნებში კონკურენტების დაბლოკვის მიზნით გადადგმული აშკარა ნაბიჯია. „ქართულმა ოცნებამ“ განსხვავებული აზრის ჩახშობა უნდა შეწყვიტოს და ყველა პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლოს“, - წერს სტივენ დაუთი X-ზე.




























