მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნებამ” კავშირები გააღრმავა ავტორიტარულ ძალებთან... მათ ჩინურ კომპანიებს დაუძახეს, როდესაც ამერიკული “შუა დერეფანში” დაბლოკეს - რა ითქვა ჰელსინკის კომისიაში?

სს

დღეს აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა იმართება. მოსმენის სახელწოდებაა „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“.

სხდომა კონგრესმენმა ჯო უილსონმა გახსნა.

მომხსენებლები არიან მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და ლუკ კოფი, „ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჰელსინკის კომისიაში გამოსვლისას განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ” - აირჩია გზა, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმებს ემსახურება. "ქართულმა ოცნებამ" ჩინურ კომპანიებს მიმართა, მაშინ, როდესაც ამერიკული კომპანიები დაბლოკა “შუა დერეფანში”.

ამ კონტექსტში მან ანაკლიის პორტი ახსენა. “თავისუფალი, დემოკრატიული, დასავლეთზე ორიენტირებული საქართველო მიუღებელია მოსკოვისთვის, თეირანისთვის და სულ უფრო პრობლემატურია პეკინისთვის. და, სამწუხაროდ, დღევანდელმა მმართველმა პარტიამ - “ქართულმა ოცნებამ” - აირჩია გზა, რომელიც ამ ავტორიტარულ რეჟიმებს ემსახურება, ნაცვლად წინააღმდეგობისა. მათ ძირი გამოუთხარეს ინსტიტუტებს, არჩევნები გააყალბეს, განსხვავებული აზრის კრიმინალიზება მოახდინეს, დააპატიმრეს ოპოზიციის ლიდერები, ძალადობა გამოიყენეს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და უარი თქვეს ქართველი ხალხის ნების დაცვაზე, რომელიც მათ საარჩევნო ურნასთან გამოხატეს. “ქართულმა ოცნებამ” კავშირები გააღრმავა ავტორიტარულ ძალებთან. მათ ჩინურ კომპანიებს დაუძახეს, მაშინ როდესაც ამერიკული კომპანიები დაბლოკეს “შუა დერეფანში” შესაძლებლობებისთვის. “ქართულმა ოცნებამ” სახელმძღვანელოს დონის შემთხვევა შექმნა ანაკლიის პორტზე, საიდანაც ამერიკულ-ქართული კონსორციუმი გააგდეს და ჩინურ კომპანიას მიეცა პირობა, რომ მოსულიყო. საბედნიეროდ, ეს ჯერ არ მომხდარა, მაგრამ “ქართული ოცნების” მხრიდან ძალიან ძლიერი ინტერესია, რომ გზა გაუხსნან ამ ჩინურ კომპანიას,” - განაცხადა ხიდაშელმა.

სალომე ზურაბიშვილმა ჰელსინკის კომისიაზე განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” საჯარო პოზიციებმა სულ უფრო აგრესიული ანტი-ამერიკული ტონი გაიჩინეს და "ოცნება” სულ უფრო ანტი-ამერიკული და პრო-რუსული გახდა. ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, “ქართული ოცნების” ლიდერები აქტიურად აღრმავებენ კავშირებს, რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან.

"ვითარება უკიდურესად რთულია ყველა - დემოკრატიული უფლებების, თავისუფლებების და ადამიანების მდგომარეობის მხრივ. მე დღეს, აქ, იმ ხალხსაც წარმოვადგენ, რომლებიც ციხეში არიან და შეიძლება სიმბოლურად, მსურს ვახსენო მზია ამაღლობელი - ჟურნალისტი ქალი, რომელიც ციხეში ზის სრულიად უმიზეზოდ… მას შემდეგ რაც რუსეთი ერთ საუკუნეზე მეტხანს ცდილობდა კავკასიისა და შესაბამისად, ცენტრალური აზიის თავის ექსკლუზიურ დომინაციაში დატოვებას, ამერიკა სრულფასოვანი აქტორი გახდა რეგიონში, რამაც ჩვენი ხალხი შთააგონა და ახალი სტანდარტები განსაზღვრა. დღეს პირველად სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოში მმართველმა რეჟიმმა ზურგი აქცია ამ პარტნიორობას. საკუთარი თავისა და ქვეყნის დისტანცირებას და იზოლირებას ახდენს სანდო პარტნიორისგან და ამავდროულად, სულ უფრო თანხვედრაში ხდება აშშ-ის მოწინააღმდეგეებთან. რუსეთი თამაშობს თავისი დომინანტური პოზიციის აღსადგენად. “ქართული ოცნება” სულ უფრო ანტი-ამერიკული და პრო-რუსული გახდა. “ქართული ოცნების” საჯარო პოზიციებმა სულ უფრო აგრესიული ანტი-ამერიკული ტონი გაიჩინეს. საჯარო თავდასხმები აშშ-ის წარმომადგენლებზე. ამერიკულ პოლიტიკაზე - აშშ-ის მოსკოვის წინააღმდეგ “მეორე ფრონტის” გახსნისკენ მოწოდებებს აბრალებენ. თავდასხმები პრეზიდენტ ტრამპზე პერსონალურად და მის ადმინისტრაციაზე. პარალელურად, “ქართული ოცნების” ლიდერები აქტიურად აღრმავებენ კავშირებს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან - აკოპირებენ რუსეთის ლიდერების რიტორიკას. ჩინეთთან - ანაკლია, სტრატეგიული პარტნიორობა, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდეგ. უვიზო - ჩინეთთან და ირანთან”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები