"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.
პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს ჩატარდება.
ახალი არჩევნები იქნება პირველი, როდესაც პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით, 300 ხმოსანი (საარჩევნო კოლეგია) აირჩევს. თავად საარჩევნო კოლეგიაში 150 ადგილი გათვალისწინებულია პარლამენტის ყველა წევრისთვის, ხოლო დანარჩენი 150 წევრი ნაწილდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრებსა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრებზე.