მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ოცნებას“ უნდა არა სტრატეგიული, არამედ ტრანზაქციული ურთიერთობები ჰქონდეს EU-სთან… - დიმიტრი ცქიტიშვილი

დიმიტრი ცქიტიშვილი

„მათ არ უნდათ უარი თქვან ევროპის სიკეთეებზე, მაგრამ უნდათ თავისი პირობებით“ - ასე ხსნის პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ პოლიტიკას. ის მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას" არ უნდა სრულად ჩაეხსნას ევროკავშირს, თუმცა ჰქონდეთ არა სტრატეგიული, არამედ ტრანზაქციული ურთიერთობები, რომ ბიზნესი მარტივად აკეთონ.

„მათ უნდათ შედგნენ როგორც ავტორიტარული ქვეყანა, აღიარებული იქნენ როგორც ასეთი, სტატუს-კვო შედგეს როგორც ავტორიტარული ქვეყნის, არა სტრატეგიული, არამედ ტრანზაქციული ურთიერთობები ჰქონდეთ აკეთონ მარტივად ბიზნესი ცალკეულ ევროპულ ქვეყნებთან, ამ დონეზე უნდათ მათ მისვლა, და ამისთვის არანაირი პოლიტიკური ფასის გადახდა არ უნდათ. ისინი მზად არიან ყველა სიკეთე დააკარგვინონ მოსახლეობას და მხოლოდ შეინარჩუნონ წვდომა იმ ეკონომიკურ სიკეთეებზე, რომელიც შესაძლოა დიდი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მაინც ქვეყანაში განხორციელდეს და ესეც ძალიან საეჭვოა, რადგან სხვა რეალობაში შეიძლება გადავიდეთ და პრაქტიკულად საქართველო იზოლაციაში მოექცეს, რადგან საქართველო განსხვავებით სხვა ავტორიტარული ქვეყნებისგან კანდიდატის სტატუსიდან გამომდინარე ვალდებულებები აქვს სხვანაირად იმოქმედოს.

სხვა შემთხვევაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ აქვთ უფლება თავისი შიდა პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ითანამშრომლონ ასეთ ქვეყანასთან, მიანიჭონ გარკვეული ევროპული პრივილეგიები და ევროკავშირის მოსახლეობის ფული დაახარჯონ ამ ქვეყნის ავტორიტარულ მმართველობას.

ისინი მაქსიმალურად ამას ცდილობენ, რომ ერთის მხრივ ბიზნესი აკეთონ, მეორე მხრივ ერქვათ არადემოკრატიული საერთოდ არ ადარდებთ, სადღაც აქ არიან გაჭედილები, რომ ესეც უნდათ, ისიც უნდათ. საბოლოო ჯამში დიდი ალბათობით ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჰიპოტეტური აღარ არის დაშვებები, დაწყებულია პროცესი. უვიზოს შემდეგ იქნება ასოცირების ხელშეკრულების გადახედვა და შეფასება. ინსაიდერული ინფორმაცია მაქვს, რომ პირველ ეტაპზე მოხდება არა მთლიანად DCFTI-ს შეჩერება, არამედ იმ მუხლების, რომლითაც რეჟიმთან დაახლოებული ბიზნესმენები სარგებლობენ. აქედან გამომდინარე გარკვეულ სახეობებზე შეიძლება თავისუფალი ვაჭრობა შეიზღუდოს. ეს ესკალაციის სპირალი უკვე ჩართულია“,-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები