"ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი bm.ge-სთან აცხადებს, რომ "ქართული ოცნებისთვის" მნიშვნელოვანია, ევროკავშირისკენ მიმავალი ხელისუფლების სახე მოირგოს. ზაზა ბიბილაშვილის თქმით, "ოცნებას" სურს, მის დეპუტატებს, მინისტრებს მოღალატეების იარლიყი არ ჰქონდეთ.
"ის, რომ ისინი ამბობენ, რომ ევროკავშირისკენ სვლას აგრძელებენ, არის ტყუილი. "ქართული ოცნება" ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც ბოლშევიკური პარტია აკეთებდა. მათი პოლიტიკა იგივეა, საქართველოდან დასავლეთის გაძევება და აქ რუსული ინტერესების გატარება. მიუხედავად ყველაფრისა, "ქართულ ოცნებას" უნდა კომფორტი, რომ მის დეპუტატებს, მინისტრებს, მომხრეებს მოღალატის იარლიყი არ ჰქონდეთ. ამის გამო "TVიმედის" მაყურებელს აჯერებენ, რომ თითქოს დასავლეთისკენ მივდივართ. ეს იმისთვის კეთდება, რომ არ ჰქონდეთ დისკომფორტი, რომ მათ საქართველო, ჩვენს ისტორიას, ქართველ ხალხს შეგნებულად უღალატეს. რეალურად მათ ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს" , - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.