მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნებაში" ამბობენ, რომ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენა ტექნიკური მიზეზით, ერთი კვირით გადადეს

ქართული ოცნება კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძე

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ თბილისის მერობის კანდიდატს, რომელიც ამ კვირაში უნდა წარედგინათ, მომავალ კვირაში დაასახელებენ.

პარტიის პრესსამსახურმა bm.ge-ის უთხრა, რომ ვადამ ტექნიკური მიზეზით გადაიწია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა მიზეზით.

საქმე ის არის, რომ გასულ კვირაში, 17 ივლისს, მმართველი პარტიის გენერალურმა მდივამა და თბილისის მერმა თქვა, რომ ვინ იქნება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი და იყრის თუ არა ის მესამე ვადით კენჭს, "მომავალ კვირაში გახდება ცნობილი".

„უახლოეს დღეებში, მომავალ კვირას გაიგებთ ვინ იქნება [თბილისის მერობის] კანდიდატი. გინდათ, რომ ისევ ისე გითხრათ, რომ „აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ?“ - გეუბნებით! დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ მალე!“,- განაცხადა კალაძემ 17 ივლისს.

bm.ge-ს ინფორმაციით, წარდგენა ზუსტად ერთ კვირაში 31 ივლისს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები