მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოცნების“ ლიდერების სანქცირება, ახალი არჩევნების აუცილებლობა - ევროპარლამენტარების გზავნილები

ბოკუჩავა

ევროპარლამენტის წევრებმა ნიკა გვარამიასთან და თინა ბოკუჩავასთან ერთად გამართულ საერთო ბრიფინგზე საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებაზე ისაუბრეს.

ჩემი სურვილია ოპოზიცია გაერთიანდეს, იყოს კიდევ უფრო ძლიერი. ჩვენ გვაქვს გარკვეული შეშფოთებები. რა თქმა უნდა, ძლიერი ალტერნატივის გარეშე შეუძლებელი იქნება დაარწმუნო ადამიანები, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა და საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

“ნათელია, რომ საქართველოში არჩევნები ვერ იქნება მიჩნეული თავისუფლად და დამოუკიდებლად. ჩემი ზარით, ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნობის უარყოფა და საპარლამენტო ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა, რომელიც უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ ელექტორალურ გარემოში, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, რათა უზრუნველყოფილი იქნეს თავისუფალი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი 1 წელიწადში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინება, არ ვიცი რამდენად მივიღებთ ამ შეტყობინებაზე „ქართული ოცნებისაგან“ რეაქციას, თუმცა ეს არის ქვეყნისთვის პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზა, რომელიც არის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

მარკეტა გრეგოროვას თქმით, „ოცნების“ წარმომადგენლებს არ უნდა ჰქონდეთ ფუფუნება, „ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ევროპაში იახტით მოგზაურობდნენ“. გრეგოროვას თქმითვე, წინასაარჩევნო პერიოდში ვრცელდებოდა ტყუილები, ხოლო ევროპარლამენტიდან მოვლინებულმა დამკვირვებლებმა არჩევნებზე მანიპულაციის არაერთი მეთოდი ნახეს.

„მე აქ ვიმყოფები არა მხოლოდ როგორც საქართველოს მეგობარი ამ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, ასევე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წევრიც და ჩვენ, როგორც ევროპარლამენტის მისიის წარმომადგენლებს, გვინახავს არაერთი მანიპულაციის მეთოდი არჩევნებში. რა თქმა უნდა, თქვენ გინახავთ ეუთოს, ევროკავშირის ანგარიშები და იცით, რომ ჩვენი აზრით, ეს არჩევნები არ ჩატარდა სამართლიანად.

ჩვენ ასევე ვნახეთ, რა ხდებოდა, სანამ ჩატარდებოდა არჩევნები. ტყუილები და დეზინფორმაცია ვრცელდებოდა როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე, რუსეთის მთავრობის მიერ, რათა მოეტყუებინათ ქართველი მოქალაქეები. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი მოქალაქეები ძირითადად პროდასავლურად და პროევროპულად არიან განწყობილი, თუმცა ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ ევროკავშირისათვის ხმის მიცემა, ავტომატურად ნიშნავს „გლობალური ომის პარტიისათვის“ ხმის მიცემას. ჩვენთვის შეიძლება, ეს ძალიან სულელურად ჟღერდეს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ ამის და ეს ინფორმაცია ვრცელდება ადამიანების მიერ, რომლებიც აღვნიშნეთ. მაგალითად, ბატონი კობახიძე, რომელიც არის ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელიც ამ შეთქმულების თეორიის ავტორია.

მე მინდა, დავეხმარო ქართველებს, რომ შეინარჩუნონ ევროპული მომავალი. რას ვაკეთებთ ჩვენ, როგორც ევროპელი პოლიტიკოსები და ევროკავშირის საქართველოსათვის და რისი გაკეთება შეგვიძლია ამ გზაზე?“, - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ. [განცხადების თარგმანი "მთავარი არხი"].

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები