მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნების" მიერ დაკავებული მომიტინგეებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა დანაშაული არ არის - სენატორი

სენატორი

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას და „საბოტაჟის“ ბრალდებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას პლატფორმა X-ზე ეხმაურება.

"ქართული ოცნების" მთავრობის მიერ დაკავებული მომიტინგეებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა დანაშაული არ არის. ეს არც "სახელმწიფოს წინააღმდეგ დივერსიაა", - აცხადებს სენატორი.

ჯინ შაჰინის თქმით, ის აგრძელებს ქართული ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხარდაჭერას, რომლებიც საქართველოს დემოკრატიის შენარჩუნებას ცდილობენ".

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 27 აგვისტოს, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. NGO-ებისთვის ყადაღის დადება პროკურატურამ „საბოტაჟის“ შესახებ გამოძიების ფარგლებში მოითხოვა. ამ დროისთვის დაყადაღებულია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“-ს , „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებ“-ის , „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“-ს, „დემოკრატიის მცველები“-ს , „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“-ს , „საფარი“-ს და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“-ს საბანკო ანგარიშები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები