„ოცნების“ მთავრობამ მოიწონა აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი გრანტის მიღება, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალება VW Tiguan-ს გადმოცემას გულისხმობს.
შესაბამის განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი 24 ივლისს მოაწერა.
„საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციისა და საქართველოს სამინისტროების მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის 238-ე დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გრანტის სახით 1 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების VW Tiguan-ის გადმოცემის შესახებ", - წერია განკარგულებაში.




























