"ქართული ოცნების" მთავრობამ 2025 წელს სამოქმედო გეგმა 29 სხვადასხვა საკითხზე უნდა შეიმუშაოს.
ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, დამტკიცდა „საქართველოს მთავრობის პოლიტიკის დოკუმენტების 2025 წლის გეგმა”. მიმართულების მიხედვით, მაკოორდინირებელი სხვადასხვა სამინისტროები არიან.
განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
2022-2030 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის განხორციელების 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
- სასაქონლო ბაზრებისა და საბირჟო ვაჭრობის განვითარების კონცეფცია;
- საქართველოს 2023-2028 წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის განხორციელების 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა;
- მწვანე ზრდის სტრატეგია 2026-2030 და მისი განხორციელების 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა ;
- საქართველოს 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიის განხორციელების 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა;
- საქართველოს ხელოვნური ინტელექტის 2026-2029 წლების ეროვნული სტრატეგია და მისი განხორციელების 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა.
ფინანსთა სამინისტრო
სახელმწიფო შიდა კონტროლის სისტემის განხორციელების 2025-2026 წლების სტრატეგია და იმავე წლებში მისი განხორციელების გეგმა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- საქართველოს 2022 – 2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელების 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმა;
- საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის 2023-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა;
- საქართველოში სარეაბილიტაციო მომსახურების განვითარების სტრატეგიის (2023 – 2027) განხორციელების 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა;
- თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია (2026-2030 წწ) და მისი განხორციელების 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა;
- საქართველოს 2022 – 2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიის განხორციელების 2026-2027 წლების დამტკიცების შესახებ;
- დაბერების საკითხებზე სამოქმედო გეგმა - 2026-2027;
- ჯანმრთელობის უსაფრთხოების ეროვნული მულტისექტორული სამოქმედო გეგმა (M/4#102115) - 2025-2026;
- გარემოს და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმა (Mნ6ILI4IV3) - 2026-2030 წ.წ.;
- საქართველოში მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის 2025-2030 წწ ეროვნული სტრატეგია და მისი განხორციელების 2025-2027 წწ სამოქმედო გეგმა ;
- საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის კონცეფცია;
- საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის და შრომის პოლიტიკის 2025-2029 წლების ეროვნული სტრატეგია და სტრატეგიის სამოქმედო გეგმა;
- იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა; იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახებისა და საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
- შავი ზღვის ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა 2025-2027;
- ეროვნულად განსასაზღვრი ციკლის მე-3 წილი.
იუსტიციის სამინისტრო
- ციფრული მმართველობის 2025-2030 წლების სტრატეგია და მისი განხორციელების 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა;
- ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების 2025 - 2028 წლების სტრატეგია და მისი განხორციელების 2025 წლის სამოქმედო გეგმა;
- ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების 2025 - 2028 წლების სტრატეგიის განხორციელების 2026 წლის სამოქმედო გეგმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021 – 2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა.
საქსტატი
საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2024-2027 წლების სტრატეგიის განხორციელების 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა.
ენის დეპარტამენტი
2021-2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) განხორციელების 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ: ბრძოლის 2025-2028 წლების ეროვნული სტრატეგია და მისი განხორციელების 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა.




























