"ქართული ოცნების" პარლამენტის აპარატის უფროსად კახა ოქროჯანაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას პარლამენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პარლამენტის აპარატის უფროსი დეკემბრის ბოლომდე ქეთევან კვინიკაძე იყო. კვინიკაძე "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევის შემდეგ, მისი ადმინისტრაციის უფროსი გახდა.
პროფესიით იურისტი კვინიკაძე არასამთავრობო სექტორის ყოფილი წარმომადგენელია 7 წლიანი გამოცდილებით. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამის შემდეგ კიკნაველიძე "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ხდება საჯარო მოხელე.
კახა ოქროჯანაშილის ბიოგრაფია
ოქროჯანაშვილი "ოცნების" მმართველობის წლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, ასევე მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ.
ხოლო, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს, მისი საჯარო მოხელის კარიერა ასეთია:
- კახა ოქროჯანაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში 2010 წლიდან.
- საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში (2009 -2010);
- იუსტიციის სამინისტროში (2007-2009);
- ეკონომიკური განვითარების სამინისტროში (2003-2005).



























