მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოცნების ქალაქში 582 ოჯახის შესახლების პროცესი დაიწყო - აჭარის მთავრობა

ოცნების ქალაქი
27.07.24 18:16
3448

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ოცნების ქალაქის დასახლებაში მაცხოვრებელთა შესახლების პროცესი დაიწყო.

პირველ ეტაპზე ბინები სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით შერჩეულ ოჯახებზე გადანაწილდა. შესახლების პროცესი დოკუმენტაციის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ დაიწყო.

ე.წ ოცნების ქალაქში 582 ოჯახზე გათვლილი სამი 12 სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი აშენდა. პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება უკვე დაწყებულია. პროექტის ახალი ეტაპი მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს.

ოცნების ქალაქი არის ერთ-ერთი მასშტაბური უპრეცედენტო სოციალური პროექტი, რომლის განხორციელების გადაწყვეტილებაც აქ მცხოვრები 1600-ზე მეტი ოჯახის მძიმე სოციალური პირობების გათვალისწინებით იქნა მიღებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები