„ქართული ოცნების” პარლამენტის დეპუტატები ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფებიან.
პარტიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მათ შეხვედრები გამართეს ჩინეთის მმართველ პარტიასთან, ჩინეთის სახალხო კონგრესთან, განათლების სამინისტროს ენებისა და განათლების თანამშრომლობის ცენტრთან (CLEC), ჩინეთის სავაჭრო პალატასთან(CCTIP), შენჟენის მუნიციპალურ ხელისუფლებასთან და წამყვან ტექნოლოგიურ კორპორაციებთან.
ჩინეთში იმყოფებიან "ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის წევრები: გია ვოლსკი, ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი, შოთა ბერეკაშვილი, გელა სამხარაული.




























